კურორტი ჩაქვი ბათუმის ცენტრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, ჩაქვი გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ გარემოს თავისი სუფთა პლაჟებით, კამკამა წყლებით, სუბტროპიკული მცენარეებით და მთებით გარშემორტყმული ხედებით მონიჭებული წარმოუდგენელი სიმშვიდით. ჩვენი ლოკაციიდან ბათუმის ცნობილ ბოტანიკურ ბაღში და ასევე მტირალას ეროვნული პარკში სეირნობით აღმოჩნდებით სულ რამდენიმე წუთში, რაც ამ ტერიტორიის ბუნებრივი სილამაზისა და ხელშეუხებლობის გარანტია. ჩაქვი ქართული ჩაის სამშობლოა, აქ განვითარდა ჩაის სხვადასხვა კულტურა და ასევე ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულონ ფრინველებზე დამკვირვების მოყვარულებმა. კურორტი ამჟამად სწრაფ განვითარებას განიცდის, აპარტამენტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ახლა საუკეთესო დროა ამ მშვენიერ კურორტში ინვესტიციისთვის!
ამჟამად ჩვენი კომპანია ჩაქვში ორ პროექტს გთავაზობთ: Dream Residence და DreamSide. ორივე პლაჟიდან 50 მეტრში მდებაორეობს.