Reside.ge ვებსაიტის ადმინისტრაცია (LLC Premium Sales, Reg. No.: 445583841) ვალდებულია ინტერნეტ სივრცეში დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების უსაფრთხოებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ. კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეფუძნება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციებს (GDPR). პირადი მონაცემების შეგროვებას ჩვენ ვახდენთ შემდეგი მიზნებისთვის: სერვისის გაუმჯობესება, ვებ-საიტის ვიზიტორებთან კომუნიკაცია, ონლაინ გაყიდვებისთვის მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სერვისების მიწოდება და ასევე ქვემოთ გაწერილი დამატებითი მიზნებისთვის.
კომპანია ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას მხოლოდ თქვენი თანხმობით. თქვენი ნებართვა ჩვენ გვანიჭებს უფლებას შევაგროვოთ და დავამუშავოთ თვქენი პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება პირადი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. კლიენტი/მომხმარებელი თანახმაა, რომ მიუვიდეს სარეკლამო შეტყობინება reside.ge-სგან, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე.
reside.ge-სთვის პერსონალურ მონაცემების მიწოდებისა და შენახვაზე თანხმობის გაცემის მიუხედავად, მომხმარებელის აქვს უფლება შეცვალოს და წაშალოს აღნიშნული ინფორმაცია, ასევე აქვს უფლება გააუქმოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმება. პერსონალური მონაცემების შენახვის პერიოდი: პერსონალური მონაცემების გამოყენება ხდება ვებ-გვერდის მთავარი აქტივობის განხორციელების ვადით. პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდეგ, ვებგვერდის ადმინისტრაცია მას წაშლის სამუდამოდ. თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: gdrp@reside.ge. თქვენი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა მოხდება მხოლოდ თქვენი გაცხადებული თანხმობის შედეგად. თუკი მონაცემები გადაეცა მესამე პირს, რომელიც არ არის ასოცირებული ჩვენს ორგანიზაციასთან, ჩვენ ვერ მოვახდენთ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანას.
თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერაციული სისტემის და სხვა ტექნიკური ინფორმაციის შესახებ ჩანაწერების შენახვა ხდება reside.ge-ს მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია ვიზიტორის ვინაობის დადგენა.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ არასრულწლოვნის მშობელი ან მეურვე და აღმოაჩინეთ, რომ არასრულწლოვნის მიერ მოწოდებულია თავისი პერსონალური ინფორმაცია კომპანიისთვის თქვენი თანხმობის გარეშე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: gdrp@reside.ge. აკრძალულია არასრულწლოვანი ბავშვების პირადი მონაცემების გამჟღავნება მშობლის ან მეურვის ნებართვის გარეშე.
კომპანია იყენებს ქუქი-ფაილებს ვებ-გვერდის შინაარსის სწორად წარმოასაცენად და reside.ge-ზე ძიების პროცესის გასამარტივებლად. ქუქი-ფაილები ეწოდება პატარა ფაილებს, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე. ისინი ვებგვერდს ეხმარება დაიმახსოვროს ისეთი ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორიცაა: ვებგვერდის გამოყენების ენა და უკვე დათვალიერებული გვერდები. ეს ინფორმაცია აადვილებს შემდგომ ვიზიტებს ვებგვერდზე. ქუქი-ფაილების დახმარებით, ვებ-გვერდზე ძიების პროცესი გაცილებით უფრო კომფორტულია. ბრაუზერში ქუქი-ფაილების მიღებისა და დაბლოკვის პარამეტრების რეგულირება თავად შეგიძლიათ. ქუქი-ფაილების მიღების შეზღუდვამ შეიძლება შეაფერხოს ვებგვერდის ფუნქციონირება.
ეს ვებგვერდი იყენებს მესამე პირის ონლაინ სერვისებს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ახორციელებს მონაცემების შეგროვებას. აღნიშნული სერვისები მოიცავს: Google Analytics, Facebook.com და სხვა. აღნიშნული სერვისების მიერ შეგროვებული მონაცემების მიწოდება შესაძლოა მოხდეს ამ ორგანიზაციების ფარგლებში ფუნქციონირებადი სხვა სერვისებისთვის, რომლებმაც შესაძლოა გამოიყენონ ეს მონაცემები რეკლამების პერსონალიზირებისთვის საკუთარ სარეკლამო ქსელში. ამ ორგანიზაციების მომხმარებელთა თანხმობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებ-გვერდებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ უარი განაცხადოთ პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე. მაგალითად, გუგლის ანალიტიკის ფუნქცია: Opt-out Browser Add-on შეგიძლიათ იხილოთ აქ. კომპანია არ ახდენს პერსონალური მონაცემების მიწოდებას სხვა ორგანიზაციისთვის თუ სერვისისთვის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. გამონაკლისის სახით, შეგროვებული მონაცემების მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს იმ სახელმწიფო ორგანიზაციების კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც აქვთ მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნის შესაბამისი უფლებამოსილება.
ჩვენი ვებგვერდი reside.ge შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებგვერდებზე ბმულებს, რომლებიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. ჩვენ არ ვღებულობთ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ვებგვერდებზე განთავსებულ შინაარსზე. ჩვენი რეკომენდაციაა თავად გაეცნოთ თითოეული ვიზიტირებადი ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მსგავსი პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში.
დრო და დრო, კომპანიის ვებ-გვერდზე reside.ge-მა შესაძლოა განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ ვაქვეყნებთ ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვილილებების შესახებ ინფორმაციას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოში პერსონალურ მონაცემებს ეხება. თუკი თქვენ ჩვენს ვებგვერდზე დატოვეთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. თუკი თქვენი პერსონალური მონაცემები, კერძოდ კი საკონტაქტო ინფორმაცია არ იქნა სწორად მითითებული, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთან კომუნიკაციის დამყარებას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით reside.ge-ს ადმინისტრაციასთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: gdrp@reside.ge ან ამ ვებგვერდის შესაბამის გვერდზე არსებული სპეციალური საკონტაქტო ფორმის შევსებით ან ჩატის მეშვეობით. თუკი თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ ვერ გამოიყენებთ reside.ge-ს სერვისებს. ამ შემთვევაში გირჩევთ თავი შეიკავოთ ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლისგან.